English version
Ãëàâíàÿ
გაყიდვების დეპარტამენტი
+7 (8672) 40-51-43
+7 (938) 885-40-55

405143@metallotorg.ru
МЕНЮ

+7 (8672) 40-51-43
+7 938 885 40 55

მახაჩკალა

დაღესტნის რესპუბლიკა - არის რუსეთის სამხრეთი ფორპოსტი. ეს არის პატარა მთიანი მრავალეროვანი რესპუბლიკი გამოხატული ეროვნული კოლორიტით, რომელიც მდებარეობს კასპიის ზღვის პირას, იმყოფება რუსეთის ფედერაციის ერთადერთი გაუყინავი საერთაშორისო სავაჭრო პორტი. დაღესტნის რესპუბლიკის მომიჯნავე მეზობლები არიან - საქართველო, აზერბაიჯანი, ჩეჩნეთი, სტავროპოლის მხარე და კალმიკიის რესპუბლიკა.

დაღესტნის დედაქალაქი მახაჩკალა წარმოადგენს რესპუბლიკის კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს.

მახაჩკალის წარმოშობის ისტორია უშუალოდ დაკავშირებულია პეტრე დიდის სახელთან. იგი ეწვია იმ ადგილს, სადაც მდებარეობს დაღესტნის დედაქალაქი, 1722 წლის 8 აგვისტოს, თავისი სპარსეთის საზღვაო ლაშქრობის დროს, კასპიის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ. მაშინ მეფემ ბრძანა აქ პორტის აშენება, მაგრამ ქალაქი წარმოიქმნა საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ. 1844 წელს, პორტის მშენებლობის დროს წარმოიქმნა სამხედრო სიმაგრე პეტროვსკოე, დაღესტანში პეტრე დიდის ყოფნის პატივსაცემად. თავდაპირველად ქალაქი დარქმეული იქნა პორტ- პეტროვსკად.

რევოლუციამდელი ქ.პორტ - პეტროვსკის სახელის მახაჩკალად შეცვლა მოხდა XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, დაღესტანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში ერთ - ერთი ლიდერის მახაჩ დახადაევის პატივსაცემად. "კალა" თარგმანში "ციხე"-ს ნიშნავს.

ამჟამად მახაჩკალა არის დიდი ქალაქი, სადაც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ლითონის ბაზა მახაჩკალაში გაიხსნა 2009 წლის მაისში, მდებარეობს მისამართზე: ქ.კასპისკი, კირპიჩნის გზატკეცილი, 13 "ბ"-ში, ტერიტორიულად ბაზა მდებარეობს მახაჩკალა-კასპისკის ზატკეცილის მახლობლად, აეროპორტის მიმართულებით, საგამოფენო ცენტრის "კასპი-ექსპო"-ს შენობებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მახლობლად. 5 წლიანი მუშაობის განმავლობაში, მახაჩკალას საწყობმა დაამყარა კარგი პარტნიორული ურთიერთობა ჩვენს კლიენტებთან, რომლებსაც ჩვენ სრულად ვამარაგებთ ლითონის ნაგლინით და ვთავაზობთ მაღალი დონის მომსახურეობას.

საწყობში ყოველთვის არის შემდეგი პროდუქციები
-არმატურა
-ფურცლები
-ორტესებრი კოჭი
-შველერი
-კუთხოვანა
-ფოლადის წრე
-მრგვალი მილები და პროფილური
-კვადრატი

მახაჩკალის საწყობში ყოველთვის არის სამშენებლო არმატურა: გლუვი და დაღარული. გლუვი არმატურა - არის A1კლასი, შემოდის ბუხტებად და წნელებად, პროფილის სისქე 10 მმ და 12 მმ. დაღარული (პერიოდული) არმატურა - A500C კლასის, სისქე 8 მმ - 28 მმ. არმატურა შემოდის საწყობში "მოლდავეთის მეტალურგიული ქარხნიდან" დსს, შპს "აბინსკის ელექტრომეტალურგიული ქარხნიდან", ღსს "ზაპსიბი"-დან, ღსს "ნიჟნესერგინსკი ლითონის ნაწარმის-მეტალურგიული ქარხანიდან", ღსს "ბმქ" - "ბმკ" ჰოლდინგის მმატთველი კომპანიიდა გოსტ 5781-82 მიხედვით., სტო ასშმ (საწარმოების და ორგანიზაციების ასოციაციის სტანდარტი შავი მეტალურგიის პროდუქციის სტანდარტიზებისათვის) 7-93, გოსტ P 52544-2006 მიხედვით.

თქვენ შეგიძლიათ ჩვენს საიტზე დააზუსტოთ თქვენთვის საინტერესო ლითონის ნაგლინის არსებობა, ასორტიმენტი, ფასი, საწყობამდე მისასვლელი სქემა. უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან AO "Metallotorgi"-ს მენეჯერები, შეგიძლიათ მათ გამოაწერინოთ ანგარიში და შეუკვეთოთ ნებისმიერი ფილიალიდან მიწოდება.