English version
Ãëàâíàÿ
გაყიდვების დეპარტამენტი
+7 (8672) 40-51-43
+7 (938) 885-40-55

405143@metallotorg.ru
МЕНЮ

+7 (8672) 40-51-43
+7 938 885 40 55

პიატიგორსკი

ქალაქ პიატიგორსკს აქვს თავისი წარმოშობის და განვითარების უნიკალური საინტერესო ისტორია. 1774 წლის შემდეგ პიატიგორიეს მიწები თურქეთისგან გადავიდა რუსეთის იმპერიის მფლობელობაში. რუსეთის სამხრეთ საზღვრების დასაცავად აშენდა ციხეები, რომლებიც ქმნიდნენ კავკასიის ხაზს. ერთ-ერთმა ციხე-სიმაგრემ- გეორგიევსკაიამ- რუსი ჯარისკაცების და კაზაკების პოლკებთან ერთად, შესძლო თავისი ტერიტორიის დაცვა ყაბარდოული ჯარისგან. ყაბარდოელები იძულებულნი იქნენ გადაეხადათ ხარკი რუსეთის იმპერიისათვის, რათა მოეგვარათ კონფლიქტი. 1780 წელს აშენდა კონსტანტინოგორსკის ციხე-სიმაგრე, რომლიდანაც დაიწყო ქალაქ პიატიგორსკის ისტორია. სტუმრების მისაღებად და მოსათავსებლად, რომლებსაც ადგილობრივი წყაროების სამკურნალო ძალის გამოცდა სურდათ, ციხე-სიმაგრის მახლობლად იქნა აშენებყლი პერველი დასახლება გორიაჩიე ვოდი ("ცხელი წყლები"). დასახლება ეკუთვნოდა ქალაქს და 1830 წელს დარქმეულ იქნა პიატიგორსკად. ნიკოლოზ I- მა თავისი წვლილი შეიტანა ქალაქის მშენებლობასა და კურორტის კეთილმოწყობაში, ხის ნაგებობები შეცვლილი იქნა ქვის შენობებით.

1920 წელს აშენებული იქნა ბალნეოლოგიური ინსტიტუტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება, მაგრამ სამოქალაქო ომის დროს განადგურდა ინსტიტუტის ლაბორატორია ბიბლიოთეკის ძვირფას წიგნებთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქის ოკუპაციის მერე პიატიგორსკმა სწრაფად დაიწყო აღდგენა, ხელახლად გაიხსნა სასწავლო დაწესებულებები, გზები. სანატორიები თავდაპირველად მუშაობდნენ როგორც ჰოსპიტალები, ხოლო 1950 წლისთვის ამუშავდნენ მთელი ძალით. ამჟამად პიატიგორსკს ეწოდა მინერალური წყლების ბუნებრივი მუზეუმი, ქალაქი-კურორტი, ქალაქი-მუზეუმი. 2010 წელს პიატიგორსკი იქცა ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრად, ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკა შევიდა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში.

AO "Metallotorg"-ის ფილიალმა თავისი საქმიანობა პიატიგორსკში დაიწყო 2008 წლის ოქტომბერში. ბაზა განლაგებულია ჩერკესკოის გზატკეცილის ქუჩაზე, 39 ა, შესასვლელი ჩერქესკოის გზატკეცილის მხრიდან, იურიდიული მისამართი კი არის: კისლოდსკოის გზატკეცილი 22. როსტოვიდან ან სტავროპოლიდან ფედერალური გზატკეცილით მსვლელობისას მინდვოდის წინ, გადაუხვიეთ მარჯვნივ კისლოვოდსკისკენ, შემდეგ მიყევით პიატიგორსკის მაჩვენებელს დაბა ვინსადის გავლით ჩერქესკოის გზატკეცილამდე. ჩვენი ბაზის გვერდით იმყოფება მაღაზია, "ელდორადო", მის ყვითელ კონსტრუქციაზე არის წითელი აბრა "დსს მეტალოტორგ"-ი. პიატიგორსკში მიღწევა მოსახერხებულია მინერალნიე ვოდიდანაც, კისლოვოდსკიდან, ესენტუკიდან, ნალჩიკიდან, ვლადიკავკაზიდან, გროზნოდან და მთელი ჩრდილო კავკასიიდან. საწყობში სარკინიგზო შტოს არსებობა შესაძლებელს ხდის ლითონის ნაგლინის პირდაპირ კლიენტამდე ვაგონის ნორმებით გადაზიდვას.

პიატიგორსკის ლითონის ბაზის მიერ მიწოდებული მომსახუორება:
- ამწე კრანის საშუალებით ღია ავტომანქანების დატვირთვა,
- ვყიდით ერთი ფურცლიდან და მთელი შოლტიდან,
- ოფისი და საწყობი მდებარეობს ერთ ტერიტორიაზე, ასე რომ, დოკუმენტები გაიცემა დატვირთვისთანავე, შეგიძლიათ მენეჯერებს გამოაწერინოთ ანგარიშსწორება ნაღდი ფულით და გადარიცხვით,
- ზომების მიხედვით ლითონის ნაგლინის დაჭრა ხდება აირით (გაზით), გადასაჭრელი და ლენტურხერხიანი ჩარხით, ფურცლების გადაჩეხვა გილიოტინის მეშვეობით,
- ყველა მარკის ფოლადის წრის ნაწილის გაყიდვა, რომლების დიამეტრი 80 მმ-დან 250 მმ-მდეა, დაწვრილებითი დეტალები დააზუსტეთ მენეჯერებთან,
- არმატურის გამოშლა ბუხტიდან წნელად.
- ლითონის ნაგლინის მიწოდება კლიენტამდე.

ქ.პიატიგორსკის საწყობში წარმოდგენილია ლითონის ნაგლინი, წარმოებული შემდეგ მეტალურგიულ ქარხნებში: ღსს "სევერსტალი", ღსს "ნსლნმქ" ნიჟნესერგინსკი ლითონის ნაწარმის-მეტალურგიული ქარხანა; ღსს "ზაპსიბი", ღშშ "ნიჟნითაგილის მეტალურგიული კომბინატი" "მოლდავეთის მეტალურგიული ქარხანა" დსს, ღსს "მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატი", ღსს "ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი", შპს "სტავსტალი" მეტალურგიული ქარხანა" შპს "აბინსკის ელექტრომეტალურგიული ქარხანა", ღსს "ბმქ (ბელორუსიის მეტალურგიული ქარხანა) - "ბმკ" ჰოლდინგის მმატთველი კომპანია, ღსს "ენაკიევსკის მეტალურგიული ქარხანა", ღსს "აზოვალტალი" "მეტკომბინატი", ღსს "მეტალურგიული კომბინატი", ღსს "იჟსტალი" ღსს "ა.კ.სეროვის სახელობის მეტალურგიული ქარხანა", ღსს "ოსკოლსკის ელექტრომეტალურგიული კომბინატი", ღსს "ტაგანროგის მეტალურგიული ქარხანა", ღსს "ილიჩის სახელობის მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი", ღსს "ზაპოროჟსკი მეტალურგიული კომბინატი "ზაპოროჟსტალი", ღსს "აშინსკის მეტალურგიული ქარხანა", სსს "არსელორმიტალლ კრივოი როგი", ღსს "ბელორეცკის მეტალურგიული კომბინატი", შპს "ოქტანი" ზელენოკუმსკის მილების ქარხანა" "ისაევსკის მანქანათმშენებლობის ქარხანა", შპს "ყუბანის ახალი პროფილი", დსს "ნაბერეჟნოჩელნინსკის მილების ქარხანა "ტემ-პო", ღსს "პერვოურალსკის ახალიმილების ქარხანა", დსს ჰოლდინგის მმატთველი კომპანია "მეფური მილების ქარხანა", დსს "სევერსტალი" მილებპროფილური ქარხანა-შეკსნა", ღსს "ძერჟინსკის სახელობის დნეპროვსკის მეტალურგიული კომბინატი" და სხვ.