English version
Ãëàâíàÿ
გაყიდვების დეპარტამენტი
+7 (8672) 40-51-43
+7 938 885 40 55

405143@metallotorg.ru
МЕНЮ

ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ლითონით ვაჭრობის სფეროში, და თითოეული თანამშრომელი თავის საქმიანობაში აქსოვს თავის ცოდნასა და უნარს. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს კლიენტებს და გვიყვარს ჩვენი საქმე, ამიტომ ჩვენი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურეობა მაღალპროფესიონალურია. ჩვენს მომსახურეობის სიაში შედის:

ლითონის პლაზმური ჭრა

პლაზმური ჭრა - არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება ლითონის ლოკალური დნობა პლაზმური ნაკადის საშუალებით. მომსახურეობის გაწევა ხდება ჩვენს ყველა ფილიალში.

 

ლითონის აირ-ჟანგბადით ჭრა

აირ-ჟანგბადით ჭრა ხორციელდება პორტალურ ჩარხებზე ციფრული პროგრამული მართვით და დაფუძნებულია ტექნიკურად სუფთა ჟანგბადის ნაკადში ლითონის წვის პროცესზე და მის შედეგად მიღებული წიდის ამ ნაკადით მოცილება.

ლითონის ჭრა ლენტური ხერხის ჩარხით

ლითონის ნაგლინის დამუშავების ეს სახეობა არის მექანიკური. ლენტური ხერხის ჩარხით ჭრა ხორციელდება ლენტური ხერხის მეშვეობით, რომელიც გადაჭიმულია ორ შკივზე (ბორბალზე).

ლითონის ჭრა გილიოტინის მაკრატლით

ლითონის ნაგლინის ფურცლების დაჭრა (დაჩეხვა) ხორციელდება 2,5 მეტრომდე სიგანით და სისქით (CT3 კლასის ფურცლებისათვის). .

ლითონის ჭრა აირით (გაზით)

ყველა საწყობში ხორციელდება აირ-ჟანგბადით ხელით დაჭრა ფურცლოვანი, მრგვალი და პროფილური ლითონის 2-დან 300 მმ-მდე სისქის და ნებისმიერი სიგანის..

ლითონის ჭრა საჭრელი ჩარხით

ყველა საწყობში ხორციელდება საჭრელი ჩარხით მრგვალი და პროფილური ლითონის, მილების მოჭრა, რაც უზრუნველყოფს ნამზადი ნაწილების გლუვ კიდეებს.

არმატურის და გლინულას გამოშლა

ხორციელდება არმატურის გასწორება და ზომაზე დაჭრა, დამკვეთის სურვილით 0,6-დან 11,7 მ-მდე სიგრძის და სიგანის (ყველა საწყობში) ..

ლითონის ნაგლინის შეფუთვა

ფურცლოვანი ლითონის ღია დასტის შეფუთვა (ლენტით შემოჭერა) ხორციელდება დამკვეთამდე ლითონის გაუმჯობესებული ტრანსპორტირების მიზნით..

გამცრავ-გამწოვი ფურცლის წარმოება.

ჩვენს კომპანიას აქვს გამცრავ-გამწოვი ფურცლის სხვადასხვა, ყველაზე გასავალიანი მარკის საკუთარი წარმოება.

ნაღუნი შველერის წარმოება.

გთავაზობთ ნაღუნ შველერს არსებული ცენტრალური რეგიონის საწყობებიდან.

შენადუღი კოჭის დამზადება.

ლითონის კონსტრუქციების ქარხანა შპს "მეტალოსტროი" 2004 წლიდან გთავაზობთ მომსახურეობას შენადუღი კოჭის დამზადებაში.

ლითონის ნაგლინის მიწოდება

კომპანია AO "Metallotorgi" ახორციელებს ლითონის ნაგლინის მიწოდებას კლიენტამდე. მიწოდება ავტოტრანსპორტის მიერ შეიძლება შეკვეთილი იქნას როგორც ქალაქის და ოლქის ფარგლებში, ასევე მეზობელ რეგიონებშიც.